„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება", - განაცხადა მელიამ.