ზელენსკი მიკოლაივს ეწვია, სადაც ვიზიტით ჩასულ დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
მან ერთ-ერთ საავადმყოფოში მეტე ფრედერიკსენთან ერთად მოინახულა დაჭრილი უკრაინელი სამხედროები. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლონ არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება მიკოლაივის რეგიონში, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გამართა.