ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბელ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში გადასცემს, ზაფხულამდეა მოსალოდნელი.
„[ტანკების] მიწოდება განხორციელდება ზაფხულის დასაწყისამდე ან მაისში. ალბათ აღდგომასთან ახლოს", - თქვა უოლესმა.
ამავდროულად, მინისტრმა დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ვერ ისაუბრებს თუ როდის დაიწყება უკრაინული სამხედრობის მომზადება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში აღდგომა წელს 9 აპრილს აღინიშნება.
მანამდე ბრიტანეთში თქვეს, რომ უკრაინა მარტის ბოლოს შეძლებდა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკების მიღებას.
14 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტიპის ტანკებსა და ასევე დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს.