აშშ-მ უკრაინას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა

ბრედლის ტიპის 60-ზე მეტი საბრძოლო ქვეითთა მანქანა უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პენტაგონი იუწყება.

გარდა იმ დიდი უსაფრთხოების დახმარების პაკეტისა, [იანვრის შუა რიცხვებში] თავდაცვის დეპარტამენტის მიერ რომელიც გამოცხადდა, მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მათ შორის აღვნიშნავთ გერმანიისა და ნიდერლანდების წვლილს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებში.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს მიერ Challenger 2 ტიპის ტანკების მიწოდება“, - აღნიშნავს პენტაგონის წარმომადგენელი.