საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას განიხილავს - Politico

საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Politico წერს.

Politico წერს, რომ დასავლელ მოკავშირეებზე ზეწოლა იზრდება, რათა კიევს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ მას შემდეგ, რაც ტანკების გაგზავნაზე უკვე შეთანხმდნენ.

„საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ამ კვირაში საუბრის დროს განიხილავენ კიევის თხოვნას“, განუცხადა გამოცემას სააგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ.

27 იანვარს, გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარიზს მოუწოდა, უკრაინას ფრანგულ თვითმფრინავებზე პილოტების მომზადებაში დაეხმარონ.