ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შსს-მ, 2022 წელს ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცა

2022 წელს საქართველოში, ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შსს-მ ყველაზე მეტი - 8042 შემაკავებელი ორდერი გასცა.

აქედან ყველაზე მეტი 3938 - თბილისში გაიცა, მეორეა კახეთი - 881, ხოლო მესმეა ქვემო ქართლი - 853. 

ამასთან, შსს-ს სტატისტიკით ჯამში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 873 შემაკავებელი ორდერი გაიცა. 

აქედან ფიზიკურ ძალადობისთვის - 2284, ეკონომიკურ ძალადობისთვის - 169, სექსუალური ძალადობისთვის - 49, იძულებისთვის 75 და უგულებელყოფისთვის - 54. 

ყველაძე ნაკლები შემაკავებელი ორდერი ოჯახურ ძალადობაზე, 2022 წელს შსს-მ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გასცა.