საფრანგეთი უკრაინას დამატებით, CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას გაუგზავნის, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლეკორნუმ აღნიშნა, რომ 150 ფრანგი ჯარისკაცი ამ ზაფხულს პოლონეთში 2000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებითა და ბასტიონის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო.