აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში შეხვედრებს მართავს. ამერიკელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს.
„ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ისრაელის ძლიერი ურთიერთობა და ჩვენი ერთგულება ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე, დასავლეთ სანაპიროზე“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გამართა მოლაპარაკება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან.
„იოავ გალანტთან შეხვედრისას განვიხილეთ აშშ-ის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანის საფრთხე და უსაფრთხოების ვითარება დასავლეთ სანაპიროზე“, - აღნიშნა ბლინკენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.
„მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრთან მუშაობას იმ ინტერესებისა და ღირებულებების მხარდასაჭერად, რომლებსაც ჩვენი ერები დიდი ხანია, იზიარებენ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
პირველ თებერვალს გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც ისრაელში ბლინკენის შეხვედრას ასახავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბლინკენი ნეთანიაჰუს წინამორბედს შეხვდა.
„ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს შევხვდი. ხაზი გავუსვი აშშ-ისრაელის მტკიცე ურთიერთობებს, ჩვენს ერთგულებას ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისა და შემდგომი რეგიონალური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენასევე განვიხილეთ დასავლეთ სანაპიროზე სიტუაციის დეესკალაციის გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერია Twitter-ზე ბლინკენის სახელით განთავსებულ ინფორმაციაში.