ირანის ხელისუფლებამ რესტორანი ქალაქ მაჰშაჰრში, გახსნის ცერემონიაზე ქალი მომღერლის გამოსვლის შემდეგ დახურა. საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) არის დაკავშირებული, პოლიციის უფროსის, ფარშად ქაზემის სიტყვებს ციტირებს, რომ "გამოძიება დაიწყო“.
ირანის ისლამური კანონებით ქალების მიერ საჯაროდ სიმღერა აკრძალულია.
„პოლიციელებმა საკითხის გამოძიების შემდეგ რესტორანი დახურეს, აღძრულია საქმე", - აღნიშნა კაზემმა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არაერთი ცნობა გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ თანამშრომელთა მიერ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესების დაუცველობის გამო, პოლიციამ გარკვეული ზომები მიიიღო რესტორნებში, კაფეებში და ზოგ შემთხვევაში, აფთიაქებშიც კი.