ავსტრალიამ ირანის წინააღმდეგ, რუსეთისთვის უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები ოთხი ირანელი ფიზიკური პირისა და ოთხი სუბიექტის მიმართ დაწესდება, რომლებიც მოსკოვისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ
. „ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სტრატეგიას ადამიანის უფლებების დასაცავად - დიალოგიდან და დიპლომატიური სანქციებით დამთავრებული - ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ირანის 7 ოფიციალურ პირის სანქციები დაუწესა, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელ ირანულ თავდაცვის კომპანიასთან არიან კავშირში. ამ კომპანიის ნაწარმს, რუსეთი უკრაინაში ომისთვის იყენებს.
შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა უკვე აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა.
მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.