შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ტექსტით ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის რეგიონულ ვიზიტს აღწერს.
„2023 წლის პირველ რეგიონულ ვიზიტს კახეთში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრით ვიწყებთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას.
ამ ყოველივეს მოაქვს კანონის უზენაესობა, უკეთესი ბიზნესკლიმატი და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური წევრობის გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტექსტში.