ესპანეთი გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს ოთხი ან ექვსი გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. იტყობინება ესპანური გაზეთი El Pais პირველ თებერვალს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თანახმად, კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია მძიმე იარაღის მდგომარეობაზე, რომელიც საწყობში ინახება. ამასთან, რამდენიმე ტანკის გაგზავნას უკრაინაში მისი მოკავშირეებიც აპირებენ.
25 იანვარს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა საინფორმაციო სააგენტო EFE-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გაგზავნოს, მაგრამ სხვა ლიდერების მსგავსად, რაოდენობა არ გაამჟღავნა.