ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.
ამის შესახებ ავსტრიის კლიმატის მოქმედების, გარემოს, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Ukrinform-ი APA-ზე დაყრდნობით.
„ცივი ტემპერატურის პირობებში მილიონობით ადამიანი რჩება ელექტროენერგიის და ხშირად, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიამ აქ წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად", - განაცხადა გევესლერმა, რომელიც ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად კიევში იმყოფება ვიზიტით.