უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ უკრაინული საავიაციო ძრავების გიგანტის Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი აფინანსებდა რუს მარიონეტებს დონეცკის ოლქში.
უწყების ცნობით, დაფინანსება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი გრძელდებოდა. SBU-მ დაადგინა, რომ თანამშრომლობის განმავლობაში რუსმა მარიონეტებმა 290 მილიონზე მეტი რუსული რუბლი (4 მილიონი აშშ დოლარი) პროდუქციის გაყიდვის შესაბამისად, თანხის დარიცხვის სახით მიიღეს.
გამოძიების თანახმად, გადასახადებიდან მიღებული თანხა რუსმა სამხედროებმა უკრაინის წინააღმდეგ ომის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე შეტევითი ოპერაციების დასაფინანსებლად გამოიყენეს.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს მედლები და საპატიო ჯილდოები, რომლებიც ბოჰუსლაევს რუსეთის სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ, მათ შორის ვლადიმერ პუტინის 2004 წლის ბრძანებულებთ გადაეცა, რომელიც Motor Sich-ის პრეზიდენტს რუსეთის მეგობრობის ორდენით აჯილდოებს.
2022 წლის ოქტომბერში დაპატიმრებული ბოჰუსლაევი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაშია ბრალდებლი, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-3-ე მუხლით. მედიაში მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ბოჰუსლაევს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ქონებასაც ფლობს რუსეთში.
Motor Sich Joint Stock Company (უკრაინული: АТ «Мотор Січ») თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.