უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საფრანგეთში, პერსის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტაციას გადიან უკრაინელი სამხედროები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„საფრანგეთში ვიზიტის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მოინახულეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან პერსის ჰოსპიტალში. მინისტრები სამხედროებს გაესაუბრნენ და უკრაინელ დამცველებს ჯილდოები გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს გასული წლის ივნისიდან ეხმარება.