Fox News-თან ინტერვიუში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, სწრაფად მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ სჭირდება.
ჯონსონი თვლის, რომ დასავლეთის მიერ პუტინის დაუსჯელობამ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში შეიჭრა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოწვია 2022 წელს.
„იქნება ეს ტანკები თუ შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, მიეცით მათ, რაც სჭირდებათ”, - განაცხადა ჯონსონმა და აღნიშნა რომ უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორიდან უნდა გააძევოს პუტინი.
ბორის ჯონსონის თქმით, რაც უფრო სწრაფად დაბრუნდება სტაბილურობა მსოფლიოში, მით უფრო ძლიერი გზავნილი გაეგზავნება ჩინეთის მსგავს ქვეყნებს, რომ დასავლეთი არ მოითმენს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის აგრესიულ მცდელობებს“.