საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დაასრულებს, უნდა დაავალდებულოს მოსკოვი, საქართველოს ოკუპაციაც შეწყვიტოს.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უკან დახევის გარეშე დასრულდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„რუსეთმა უკვე თითქმის წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთი არ მოითხოვს რუსეთის მიერ ჯარების სრულ გაყვანას, მაშინ „ის კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - როგორც 2008 და 2014 წლებში".
2008 წელს რუსეთის ჯარებმა საქართველოს ერთი მეხუთედი დაიკავეს და ამ ტერიტორიაზე ორი არაღიარებული სახელმწიფო გამოაცხადეს - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.