უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ThalesGroup-თან უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის MG-200 სარადარო სისტემების მიწოდების შესახებ.
„ეს აღჭურვილობა დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მტრის დრონები და რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენი ცა დაცული იქნება რუსეთის სასიკვდილო თავდასხმებისგან“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
MG-200 არის საშუალო დისტანციის რადარი, რომელსაც შეუძლია მტრის თვითმფრინავის აღმოჩენა 250 კმ მანძილზე. ის ასევე უზრუნველყოფს რაკეტებისგან დაცვას და შეუძლია საარტილერიო თავდასხმების შესახებ გაფრთხილება.