ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „რკინის გუმბათის“ გაგზავნის საკითხს განიხილავს - უკრაინული მედია

ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რკინის გუმბათის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

შესაბამის შეკითხვას მან დადებითი პასუხი გასცა.

მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ტერიტორიიდან უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი გადაიტანა. 

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასევე ეხმარება უკრაინას ირანში იარაღის წარმოების აკრძალვით.

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ისრაელი გარკვეულწილად მოქმედებს ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის წარმოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.