რეზნიკოვის თქმით, მოსკოვმა 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა პოტენციური შეტევისთვის

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მოსკოვმა 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა პოტენციური შეტევისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ მთავარ შეტევას ამზადებს და ის შეიძლება 24 თებერვალს, მოსკოვის შეჭრის წლისთავზე დაიწყოს.

მისივე თქმით, უკრაინელი მეთაურები შეეცდებიან „ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას და კონტრშეტევისთვის მომზადებას“.

„მჯერა, რომ 2023 წელი შესაძლოა, გამარჯვების წელი იყოს. უკრაინის ძალები „ვერ დაკარგავენ ინიციატივას“, რომელსაც ბოლო თვეებში მიაღწიეს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 

უფრო ადრე, 24 თებერვლისთვის მოსალოდნელი ახალი შეტევის შესახებ უკრაინის დაზვერვამ განაცხადა.