დემოკრატიის ინდექსი: რუსეთი დიქტატურის ბევრ მახასიათებელს იძენს

დემოკრატიის ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის რეიტინგმა 2022 წელს ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, რაც უკრაინაში მის შეჭრასა და რუსეთში შემდგომ რეპრესიებს მოჰყვა.

რუსეთმა 10-დან 2,28 ქულა დააგროვა და ანგარიშში წარმოდგენილი 165 სახელმწიფოდან 146-ე ადგილი დაიკავა.

„ქვეყანა „დიდი ხნის განმავლობაშ, დემოკრატიისგან მოშორებით ტრაექტორიაზე იმყოფებოდა და ახლა დიქტატურის ბევრ მახასიათებელს იძენს“, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის ახლო მოკავშირე ბელორუსს 1,99 ქულა აქვს და 165-დან 153-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით შვიდი პუნქტით ცვლილებას წარმოადგენს.

მოხსენების ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს ავტორიტარული რეჟიმების ქვეშ (36,9%), მათგან უმეტესობა კი, ჩინეთსა და რუსეთშია.