კელი დეგნანი სააკაშილზე: ვითარება სერიოზულია

ამერიკის შეერთებული შტატები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ვითარება სერიოზულია. ჩემი ქვეყნის მთავრობა და სხვა ქვეყნის მთავრობები სიტუაციას ახლოდან აკვირდებიან. ეს შეშფოთების საგანია. მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, რაც სჭირდება და ამისთვის საჭიროა დიაგნოზის ცოდნა და საჭირო დახმარების განსაზღვრა“, - აღნიშნა ელჩმა.