ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის

„რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან დაახლოებით არ არის დაინტერესებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე. თავს ესხმის სკოლებსა და საავადმყოფოებს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უკრაინელების სუვერენიტეტსა და იდენტობას.

ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა საქართველოში. ამდენად, რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.