ავსტრია ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის გამო აძევებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოთხი დიპლომატიდან ორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და უბრძანეს, დაეტოვებინათ ქვეყანა არაუგვიანეს 8 თებერვლისა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მისიაში გაეროში, ვენაში მუშაობს.
„რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ მოიქცა. ამიტომ ისინი გამოცხადდნენ არასასურველ პირებად (personae non gratae) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად", - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ გაეროში რუსეთის მისიაში მომუშავე ორი ადამიანის ქმედებები შეუსაბამო იყო მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებასთან გაეროსა და ავსტრიას შორის. სამინისტროს სპიკერმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა შეუსაბამო ქმედებებში.