უკრაინამ ჩაძირა ხუთი რუსული მსუბუქი ხომალდი, რომლითაც სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები გადაჰყავდათ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში გაანადგურეს სულ მცირე ხუთი რუსული მსუბუქი ხომალდი, რომლითაც სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები გადაჰყავდათ.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. ხომალდები დნეპრის დელტაში კუნძულების მახლობლად გადაადგილდებოდნენ. 

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 18 რუსული ხომალდი და სხვა გემები გაანადგურეს.