ევროკავშირმა უკრაინისთვის $546 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო

ევროკავშირ-უკრაინის ისტორიული სამიტის წინ, ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

ევროკავშირი დამატებით, 45 მილიონ ევროს (49 მილიონი აშშ დოლარი) გაიღებს უკრაინული ჯარების წვრთნისთვის.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ეწვია, ასეე განაცხადა, რომ ევროკავშირი 30,000-მდე გააორმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც წელს წვრთნები ჩაუტარდებათ.

„უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა სამხედრო ტექნიკა, რომელიც საჭიროა თავისი ტერიტორიისა და ხალხის დასაცავად რუსეთის აგრესიული ომისგან”, - განაცხადა ბორელმა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარება 3,6 მილიარდ ევროს (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

3 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში ევროკავშირი-უკრაინის სამიტია დაგეგმილი.