აშშ რუს ოლიგარქს 5,4 მილიონ დოლარს ჩამოართმევს

აშშ-ის პროკურატურამ შესაძლოა 5,4 მილიონი დოლარი ჩამოართვას სანქცირებული რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს და თანხები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენლოს, იტყობინება Reuters.

მალოფეევს 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსი მარიონეტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2022 წლის 21 აპრილს გამოაცხადა, რომლის სამიზნეც იყო 40-ზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სანქცირებულ რუს ბიზნესმენ, კონსტანტინე მალოფეევთან.