შეერთებული შტატების ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს. თუმცა, პენტაგონი აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ამ რაკეტების განლაგებას თვეები დასჭირდება.
აშშ-ის სამხედრო დახმარება ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გაფართოებულ რადიუსის რაკეტებს, ასევე HIMARS-ის საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას. წერს მედია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS-ის რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შესაძლოა, HIMARS-ის დანადგარებიდან გაისროლონ.