იტალია უკრაინას ყოვლისმომცველ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და ცდილობს უკრაინის პოზიციები, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაათანაბროს.
ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბერლინში მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ იტალიის პოზიცია იყო მხოლოდ ძალიან მკაფიო, ჩვენი მთავრობა იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს ყველა დონეზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ რომი ამ საკითხზე მუდმივ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.
„ჩვენ უკრაინას ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი ყოფნაა საჭირო“, - აღნიშნა მელონიმ.