ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
„ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა.
შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდეგ შეხვედრას,რომელიც კიშინიოვში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება“, – ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.