თეგი: მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მოსკოვში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. „მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში! ბოლო 24 წლის განმავლობაში, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისთვის, რადგან უკრაინა და საფრანგეთი დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია. „ჩემთვის საუბარი იყო „თამაშის დაბლოკვაზე“ ესკალაციის თავიდან აცილებისა და ახალი პერსპექტივების გახსნის მიზნით. ეს მიზანი შესრულებულია. საფრანგეთმა თავისი სანდოობა გააძლიერა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში გუშინ შეხვდა.

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ემანუელ მაკრონი: ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში

ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 300 მილიონ ევროს გამოყოფს. „ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში. ეს არჩევანი ვლადიმერ პუტინმა ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაციის დაწყებით გააკეთა. ომს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პუტინს სურს ისტორია შეცვალოს, დაგვაბრუნოს კონფრონტაციაში. პუტინის კიდევ ერთი არჩევანი საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობის უგულებელყოფაა. პუტინის არჩევანს გაერთიანებული ვხვდებით", - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. „ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდეგ შეხვედრას,რომელიც კიშინიოვში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება“, – ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.   

რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სუნაკი ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.