აშშ უკრაინას, რუსი მილიარდერისა და ოლიგარქისთვის, კონსტანტინ მალოფეევისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს.
ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა.
„დღეს ვაცხადებ, რომ ისტორიაში პირველად დავუშვი უკრაინისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოსაყენებლად გადაცემის პრეცედენტი“, - ციტირებს მის სიტყვებს მედია.
„ეს აქტივები რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ჩამოერთვა“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
ეს განცხადება გარლანდმა ვაშინგტონში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრაზე გააკეთა.
კოსტინის თქმით, 5,4 მილიონი დოლარის აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდება.
„ცარგრადის“ ტელეარხის მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები და კანადა მალოფეევს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. რუსი ოლიგარქი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით იყო დაკავებული.
BBC-სთან ინტერვიუში მალოფეევმა თქვა, რომ მას ნამდვილად შეეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება - მაგრამ მხოლოდ სულიერი გაგებით.
2022 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა, რუსი ოლიგარქი სანქციების გვერდით ავლაში დაადანაშაულა. 2023 წლის თებერვალში ამერიკულმა სასამართლომ მალოფეევის აქტივების კონფისკაცია დაუშვა.