ბრიტანეთის არმია უკრაინულ სატანკო ეკიპაჟებს ამზადებს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების წვრთნების შესახებ ფოტორეპორტაჟი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

სამხედროები სწავლებას უკრაინაში გადასაზიდად განკუთვნილ Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე გადიან.

„ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ეკიპაჟებმა სწრაფად აითვისეს ძლევამოსილი ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების კონტროლი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადა.

14 Challenger2-ის ტიპის ტანკი უკრაინას მალე გადაეცემა.