აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარკინ პრჟიდაჩმა გააკეთა.
„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და ჩამოვა პოლონეთში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მზადება ვიზიტისთვის, რომელიც „პასუხობს როგორც თეთრი სახლის, ასევე, პოლონური მხარის მოლოდინებს“.
„მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა.