Turkmenistan Airlines-მა ქალაქ აშხაბადსა (თურქმენეთი) და ყაზანს (რუსეთი) შორის რეგულარული ფრენები განაახლა, იუწყება Trend თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. აშხაბადსა და ყაზანს შორის ფრენები Boeing 737 თვითმფრინავით კვირაში ორჯერ განხორციელდება.
თურქმენეთიდან რუსეთში ფრენები 2020 წლის მარტში COVID19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.