ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ათიათასობით პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ბოლო ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულებიც არიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებული გადაწყვეტილება არ გავრცელდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე.
შეწყალება ასევე არ შეეხებათ მათ, ვისაც „უცხოური სააგენტოების ჯაშუშობაში“ ან „ისლამური რესპუბლიკისადმი მტრულ ჯგუფებთან კავშირში“ ედებათ ბრალი.