უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გადადგება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსგავს გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. ამის შესახებ მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისთვის.
„არცერთი თანამდებობის პირი სამუდამოდ არ რჩება თანამდებობაზე. გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა თავდაცვის მინისტრი, კონსტიტუციის მიხედვით იღებს ერთი ადამიანი - უზენაესი მთავარსარდალი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ის წარადგენს წინადადებას. ამიტომ, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მივიღებ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ გავაკეთებ იმას, რასაც სახელმწიფოს მეთაური შემომთავაზებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.