„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელად კი, ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელბს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღვანდელ ყრილობაზე გამოცხადდა.
ამასთან, პოლიტიკური საბჭოს წევრები საზოგადოებას პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გააცნო.
კერძოდ, პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.
დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.