არახამიას თქმით, უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი კირილო ბუდანოვი იქნება

საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი კირილო ბუდანოვი, ხოლო მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადავა.

„ომი გვკარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში. ამიტომ, ოლექსი რეზნიკოვი გადადის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე სამხედრო და სამრეწველო გაძლიერების მიზნით. თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის დროს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა.