მედია, რუსეთში, კალუგის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შესახებ იუწყება.
თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ქალაქთან ახლოს, ტყეში ჩამოვარდა.
რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო და სოციალური ობიექტები არ დაზიანებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.