ნორვეგია უკრაინისთვის 5 წლის განმავლობაში 7 მილიარდი დოლარის გადაცემას გეგმავს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ნორვეგია გეგმავს, უკრაინას ხუთი წლის განმავლობაში 7,3 მილიარდი დოლარი გამოუყოს, იტყობინება Reuters-ი.

მისივე თანახმად, ნორვეგიის პარლამენტმა ჯერ დახმარების პაკეტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს. 

პაკეტის ნახევარი 2023 წელს, სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს.

ნორვეგიის გამოცემა Vårt Land-ის ცნობით, ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინას ასევე მიაწოდოს თავისი გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტანკი, მას შემდეგ რაც გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ამის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.