სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის მომხრეების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ადვოკატების თქმით, დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
„ვივამედის“ კლინაში მყოფი მყოფი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდება და იქ ელოდება სააკაშვილის ყველა მხარდამჭერს.