უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ახალწვეულებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნა დაიწყეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ქვეყანაში ჩავიდნენ, რათა Challenger 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებზე დაეწყოთ სწავლება.
9 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის პირობა, გაერთიანებულმა სამეფომ პირობა დადო, რომ 2023 წელს მოამზადებს 20 000 უკრაინელ სამხედროს.
თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა გააძლიერა.