მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება უკრაინის გამარჯვებასთან დაახლოებისთვის. შესაბამისი განცხადება Kyiv Independent-თან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა.
დანილოვი ამბობს, რომ დროა, დასავლეთმა დაძლიოს რუსეთის შიში და მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი უკრაინას.
„თუ გეშინია - უკვე დამარცხებული ხარ. ჩვენ ვერ ვგრძნობთ შიშს ამ ბარბაროსების მიმართ და ამიტომაც ვიქნებით გამარჯვებულები. დრო არსებითია, თქვა მან, რადგან უკრაინისთვის „დროის დაკარგვა ნიშნავს იმ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იღუპებიან“.
„უკრაინის სტრატეგია მარტივია: უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და მას ეს სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად „რუსების ლიკვიდაციისთვის“. ”ჩვენ გვჭირდება ტანკები, რათა დავიცვათ თავი და განვავითაროთ კონტრშეტევა. ჩვენ გვჭირდება ქვემეხები, ჭურვები, ტანკები, რაკეტები, თვითმფრინავები“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„მხოლოდ დროის საკითხია, სანამ კრემლი თვალს ყაზახეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან თუნდაც პოლონეთს დაადგამს“, - აღნიშნა დანილოვმა.