შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ამერიკისა და მსოფლიოსთვის გამოცდა უწოდა. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა სამშაბათს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბაიდენმა დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩს მიმართა და აღნიშნა, რომ ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში.
- „ჩვენ თქვენთან ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვიბრძვით მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ღირსებისა და მეტი მშვიდობისთვის, არამარტო ევროპაში, არამედ, ყველგან“.
„ამ დარბაზში ერთი წლის წინ ვისაუბრე, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო საუკუნეების ტესტი, ტესტი ამერიკისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის. დავიცავდით უმთავრესს პრინციპებს? მხარს დავუჭერდით სუვერენიტეტს? მხარს დავუჭერდით ხალხის უფლებას, იცხოვრონ ტირანიის გარეშე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად? დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს, რაც შეუძლია საუკეთესოდ. ჩვენ გავაერთიანეთ NATO. ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ პუტინის აგრესიას. ჩვენ დავდექით უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.