სუნაკი ზელენსკის: დიდი ბრიტანეთი სამხედრო დახმარების მოწოდებას აჩქარებს და უკრაინელების წვრთნებს აფართოებს

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება. შესაბამისი განცხადება პრემიერმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სუნაკი აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა აჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა კიევს დახმარება მიეწოდოს კვირებში და არა თვეებში ან წლებში. 

სუნაკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი გააფართოებს სასწავლო პროგრამას საზღვაო ქვეითებისთვის და გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებისთვისაც.

მისი თქმით, უკრაინის წარმოუდგენელი ძალა და სიმამაცე საბოლოოდ დაამარცხებს ტირანიას.

რიში სუნაკის თქმით, 10 000 ჯარისკაცი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებისთვის და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ათობით სხვა სამხედრო ჩავიდა საწვრთნელად Challenger 2-ის ტიპის ტანკების სამართავად. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარები უკვე ითვისებენ მართვას, რაც მას იმედს აძლევს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვლება.