ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის გაიმართება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან.
ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების შესახებ.
გორდან გრილიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტი 11 თებერვალს დასრულდება.