თეგი: ხორვატია

რუსეთმა ხორვატიის ხუთი დიპლომატი გააძევა

რუსეთის ხელისუფლებამ, მოსკოვში ხორვატიის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა ერთი დღით ადრე რუსეთმა დაადანაშაულა ხორვატია ორმხრივ ურთიერთობებში მტრულ და დესტრუქციულ მიდგომაში, რაც ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს. აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს, მათ შორის 18 დიპლომატს, უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკი აგრესიის“ გამო ქვეყანა დაატოვებინა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ხორვატია, რიგით მე-20 სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვარს ევროზონას შეუერთდება და ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, თუმცა მას ევროზონაში გაწევრიანებისთვის ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. ევროპარლამენტმა, ხორვატიის ევროზონასთან მიერთების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 9 წლის შემდეგ დაუჭირა მხარი. ამასთან, პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ხორვატიის მთავრობისგან ფასების კონვერგენციის ზომებს ელიან, რათა ევროს შემოღებამ ფასების ხელოვნური ზრდა არ გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ხორვატიას ევროზონის მე-20 წევრად. ამის შემდეგ, ივნისის სამიტზე, ხორვატიაში ევროს შემოღებას „მწვანე შუქი“ ევროკავშირის ლიდერებმა აუნთეს.  

ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა

ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ალექსანდრ ვუჩიჩი მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მისვლას გეგმავდა. ხორვატიის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ზაგრებში დაფუძნებული გაზეთი, Jutarnji Iist იტყობინება, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი მის ვიზიტზე ხორვატიის ხელისუფლების ინფორმირებას არ აპირებდა.  ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვუჩიჩის მიზანი, რომელმაც დიმპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, ზაგრების პროვოცირება იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს. „ის, რაც წერია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც კრძალავს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კერძო ვიზიტს იასენოვაცში, არის არამხოლოდ სკანდალური, არამედ შემზარავი, გაუგონარი და დაუჯერებელია, რომ ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა სელაკოვიჩმა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვულინმა უკვე გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხორვატიის ოფიციალური პირების მიმართ სასაზღვრო პოლიტიკას შეცვლის და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ამიერიდან სერბეთში შესვლისას მოუწევთ, ვიზიტის მიზეზი დაასახელონ.

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხორვატიისგან ვიზიტზე უარი ორჯერ მიიღო

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს კერძო ვიზიტის ნებართვა გასული წლის 2 სექტემბერს სთოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუჩიჩის თქმით, მეორე ასეთი თხოვნა პირველ მარტს გაგზავნა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში გაგზავნილი თხოვნის პასუხი იყო: „გთხოვთ, გადადოთ ვიზიტი შიდა პოლიტიკური ვითარების გამო“. ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა „მინდოდა ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა და ყვავილების დადება ისეთ ადგილას, სადაც... ათიათასობით დაიღუპა იასენოვაცში. რაღაც ალოგიკურად მეჩვენება, რომ ცდილობთ მსგავსი რამის თავიდან აცილებას პროვოკაციის საბაბით. არ ვიცი, რატომ”, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ხორვატიაში ისტორიული პელეშაკის ხიდი გაიხსნა

ხიდი ჩინურმა კომპანიამ ააშენა თანხების დიდი ნაწილი ევროკავშირმა გამოყო ხორვატიამ ოფიციალურად გახსნა პელეშაკის ხიდი, რომელიც მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დასაკავშირებლად აშენდა. ის ბოსნია-ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი. აქამდე ხორვატებს ბოსნია და ჰერცეგოვინის კუთვნილი მიწის გადაკვეთა უწევდათ. პელეშაკის ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ხორვატიის ექსკლავს დანარჩენ ქვეყნებთან ბოსნია და ჰერცეგოვინის გვერდის ავლით დააკავშირებს.  ცერემონიას ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეჩიანმა ცერემონიაზე ვიდეოგზავნილი გაავრცელა. 2,4 კილომეტრიანი (1,5 მილი) სიგრძის, 55 მეტრი (180 ფუტი) სიმაღლის ხიდი ხორვატიის ტრანსპორტის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. მთლიანი პროექტის ღირებულება 525 მილიონ ევროს შეადგენს (531 მილიონი აშშ დოლარი), საიდანაც 357 მილიონი ევრო ევროკავშირმა გრანტის სახით უზრუნველყო.  ხიდის გახსნის დღეს, ხორვატიულმა კომპანია Rimac Automobili-მა, რომელიც სპორტულ ელექტრომანქანებს აწარმოებს, თავისი 1,914 ცხენის ძალის, მთლიანად ელექტრო ჰიპერმანქანა Rimac Nevera წარადგინა. ის გახდა პირველი მანქანა, რომელმაც ახალი ხიდი გადაკვეთა. პელეშაკის ხიდი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ერთადერთი სანაპირო ქალაქის, ნეუმის სანაპიროსთან აშენდა, ხორვატიისთვის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ხიდი China Bridge and Road Corporation-მა ააშენა. ცნობისათვის, როდესაც იუგოსლავია დაიშალა და 1991 წელს, ხორვატია დამოუკიდებელი გახდა, ახალი საზღვრების თანახმად, ხორვატიის სანაპირო ზოლის ორი ნაწილი გაიყო ბოსნიის სანაპირო ზოლის 9 კმ სიგრძის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც ნეუმის დერეფანი.სანაპიროზე წვდომის უფლებას ბოსნია 1699 წლიდან ფლობს, როდესაც ნეუმი დუბროვნიკმა (დუბროვნიკი - ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში) (თანამედროვე ხორვატიაში) მაშინდელ ოსმალეთის იმპერიას გადასცა.

მედია: ხორვატიის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების წვრთნაზე უარი განაცხადა

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავდაცვის მინისტრის, მარიო ბანოშიჩის მოთხოვნა, ქვეყანაში უკრაინული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარების შესახებ, უარყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მინისტრი ასეთი მოთხოვნების წარსადგენად, უფლებამოსილი არ არის. კონსტიტუციის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს შეუძლიათ. „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ (EUMAM) მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიდა“, - ნათქვამია განცხადებაში. EUMAM Ukraine 17 ოქტომბერს დაფუძნდა, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაა. უკრაინული მედიის ცნობით, მილანოვიჩმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინული ძალების წვრთნას ხორვატიაში. ცნობისათვის, 2012 წლის 22 იანვარს, ხორვატიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მოსახლეობის 66,25 %-მა ხმა მისცა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2013 წლიდან, ხორვატია ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. 

უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს

ზაგრები უკრაინის დახმარების ორ ვარიანტს განიხილავს: უკრაინელი სამხედროების მომზადება ხორვატიის ტერიტორიაზე და ხორვატი ინსტრუქტორების გაგზავნა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის პრეზიდენტმა უარყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა ქვეყანაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების დამტკიცების შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ განაცხადა.  „მართლაც, პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავისი უფლებამოსილების შესაბამისად უარყო თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, - განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უაღრესად აფასებს ხორვატიის მთავრობის მხარდაჭერასა და სოლიდარობას ქვეყნის მიმართ. მედია: ხორვატიის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების წვრთნაზე უარი განაცხადა

ხორვატიის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების წვრთნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა

ხორვატიის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს „თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი არმია ძლევამოსილ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად დაამარცხებს რუსი მკვლელების, მძარცველებისა და მოძალადეების ხროვას“, - წერს თავდაცვის მინისტრი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ხორვატიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა

ხორვატიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა მეორე მფრინავი კი, დაკარგულია. Mig-21 გამანადგურებელი თვითმფრინავი დაუსახლებელ უბანში, ხორვატიის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების ბრიგადები მივიდნენ.  

ხორვატია შენგენის ზონას იანვრიდან შეუერთდება

შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა მისცა. ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდება. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews-ის ცნობით, ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.  

ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა - ხორვატიის სახელმწიფო მდივანი

ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. „ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭერს სამ ახალ სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც დაემატნენ გაფართოების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. გაფართოებას აქვს პირდაპირი ზეგავლენა ევროპის მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს გაფართოების სანდო პერსპექტივა თითოეული ქვეყნისთვის. მეორე მხრივ კი ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ვალდებულება და იმოქმედონ რეფორმების გასატარებლად, დაიცვან ჩვენი ღირებულებები, თანხვედრაში იყვნენ ჩვენს პოლიტიკასთან( საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი) “, – განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა და შენგენის ზონის წევრი გახდა

ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა. ხორვატია შენგენის თავისუფალ ზონაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა. შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა 8 დეკემბერს მისცა და ცნობილი გახდა, რომ ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდებოდა. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews წერდა, რომ ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.

საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის გაიმართება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან. ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების შესახებ. გორდან გრილიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტი 11 თებერვალს დასრულდება.  

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე - ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე , - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა „მოხარული ვარ, რომ ვარ ხორვატიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ვსტუმრობ. ეს არის ისტორიული და ძალიან წარმატებული ვიზიტი. გვქონდა აზრების ძალიან წრფელი გაცვლა გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი ვიზიტი ემთხვევა ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს. ჩვენ დღეს ორივემ გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, განვაგრძოთ ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ამ მიზნით, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების სფეროში. დღეს, მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბატონ დავითაშვილთან ერთად, ხელს მოვაწერ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობით, რადგან ისინი ერთნაირად ამაყობენ თავიანთი ლამაზი ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით. მე დღეს გამოვხატე ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს არის გრძელი გზა. მივესალმებით თქვენი რეფორმების პროცესს და ამ პროცესის მიმართ ვალდებულებას. ასევე გამოვხატავ ხორვატიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება - დავითაშვილი

საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება, ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.    

ხორვატიის მთავრობა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობას უზრუნველყოფს

ხორვატიის მთავრობამ კიევს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის წაყვანა შესთავაზა.  ამის შესახებ ვეტერანთა საქმეთა მინისტრმა ტომო მედვედმა განაცხადა. „ჩვენ ველით, რომ უკრაინა მოამზადებს 20 დაჭრილი მებრძოლის პირველ ჯგუფს, რომელიც გაიგზავნება ხორვატიის საავადმყოფოებში სამკურნალოდ. და მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი ჩაერთვებიან სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩვენს ვეტერანთა ცენტრებში", - განაცხადა მედვედმა. 31 მარტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრი პლენკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო რუსი დამპყრობლებისგან ბუჩის გათავისუფლების პირველი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. მედვედი დელეგაციის წევრი იყო.  

ხორვატიაში უნგრული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის მესამე წევრის ძებნა მიმდინარეობს. ეროვნული სამთო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, იოსიპ ბროზიცევიჩმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენი ქალაქ დრნიშთან მაშველებმა აღმოაჩინეს. „უნგრეთის საჰაერო ძალების ორი Airbus H145 ტიპის ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენაზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.  

ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ხორვატიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს განაცხადა. ხორვატიის მთავრობამ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის თანახმად, ამ დროისთვის, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ ცნო. ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ -  2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.

ხორვატია უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტებს სთავაზობს

ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების ტრანსპორტირებისთვის, სარკინიგზო ქსელს და ადრიატიკის ზღვაში თავის პორტებს სთავაზობს. Ukrinform-ის ცნობით, ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დებატები მიმდინარეობდა.  ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების მოძიებაში. უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს „ხორვატიის რკინიგზა და პორტები ადრიატიკის ზღვაში შესაძლო ალტერნატიულ მარშრუტებს შორისაა,“ - განაცხადა მატუშიჩმა. ხორვატიის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილის საფრთხეს იწვევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორვატია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.  

ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება

ხორვატიაში, ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. აქამდე საქართველოს საელჩო რეზიდენციით ბუდაპეშტში ფუნქციონირებდა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთოერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს,” - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ზაზა გოგსაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში: საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ელის „სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. „ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, ის მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ - ევროკავშირის ლიდერებმა - გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ერთ წელზე მეტის გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. „ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია არსებული გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი აქვს. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები კი, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. მათ შორისაა NATO-ს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ NATO-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო „ურყევად აგრძელებს“ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას. „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის. მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ანდრეი პლენკოვიჩი: გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში

„გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,“ - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. „მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობების, უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი“, „იანდერ ლაბორატორი“, „დოკინგ სპან“ და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე, თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებში. გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში და ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია, შეიძლება, ასე ითქვას და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევრო დირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ყველა ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს,“- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.  

ხორვატიის პრემიერი: ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს სწრაფვას მხარს ვუჭერთ

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხორვატია ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს სწრაფვის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პლენკოვიჩს იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წინსვლა იქნება. მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს. „ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის ნიშნით, გეოგრაფიული ნიშნით ძალიან მსგავსია. საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა. რაც შეეხება საქართველოს ამბიციას NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და „გააჟღერა“ გზავნილები და საქართველო ამჟამად, რახან ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, ფორმალურად მოახდინა ანექსია რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ადრე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, „სამხრეთ ოსეთის“ ნაწილიდან თბილისამდე „ადმინისტრაციული საზღვარი“ არსებობს და 40 წუთის სავალზეა დედაქალაქთან, ამიტომ, ძალიან ახლოს არის ეს ხაზი,” - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება.

ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა "ჰერიომ" საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა. როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა,“ - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა. მან ამავე გამოსვალში გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქყვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემფატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.“ ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ერვოპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას. კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება,“ - განაცხადა პლენკოვიჩმა. „ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე. იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება. ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას. აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა“, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად“, - განაცხადა პლენკოვიჩმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. „ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

ხორვატია უკრაინაში განაღმვისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს

ხორვატიამ უკრაინას ჰუმანიტარული განაღმვისთვის ერთი მილიონი ევრო გამოყო.   უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თანხები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცემა.   ამ ფინანსური მხარდაჭერის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ფერმერებს და სურსათის მწარმოებლებს თავიანთი სამუშაოს აღდგენაში იმ რეგიონებში, რომლებიც ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.   „ეს არის პროგრამა, რომელიც მარტში მცირე ფერმერების მხარდასაჭერად დაიწყო. მათ, ვისაც 300 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი აქვს, ან ოჯახებს, რომლებიც თავად ამუშავებენ საკვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.   მანამდე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დაფარულია აუფეთქებელი ჭურვებითა და ნაღმებით.

უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო. განცხადება ბუქარესტში მიმდინარე „სამი ზღვის“ სამიტის ფარგლებში, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გაკეთდა. მინისტრის თქმით, ხორვატიის ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, უკრაინა უკვე გავიდა მარცვლეულის ექსპორტზე. „მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გზა ნიშურ გზას განეკუთვნება, ეს უკვე სარგებლობს პოპულარობით. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ ეს სატრანსპორტო დერეფანი და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ეს ლოგისტიკური მარშრუტი ომის დასრულების შემდეგაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნების ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში,“ - განაცხადა სვირიდენკომ. ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტები 19 ივლისს შესთავაზა.  

ხორვატიამ უკრაინას Mi-8 ტიპის ყველა ვერტმფრენი გადასცა

ხორვატიამ, სამხედრო დახმარების ფარგლებში, კიევს Mi-8 ტიპის ვერტმფრენები გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხორვატ კოლეგასთან მარიო ბანოზიჩთან ვაშინგტონში შეხვედრაზე განაცხადა. ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დახმარებისადმი ხორვატიის ერთგულებას აფასებს. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, ბანოზიჩმა, უკრაინაში ყოფნისას აღნიშნა, რომ ზაგრები კიევისთვის Mi-8 ტიპის ვერტმფრენებით უზრუნველყოფისა და ნაღმების გაწმენდაში დახმარების საკითხზე მუშაობდა.  

სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთში ორგანიზებული დანაშაული მატულობს, ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულნი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან. „კონფლიქტის ზონებიდან სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და დაჯგუფების წევრები, მათი ქმედებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის შელახვის განზრახვით, გადაადგილდებიან. არსებობს რისკი, რომ ასეთი ადამიანები შეუერთდებიან მიგრაციულ ნაკადებს და შეეცდებიან სლოვენიაში არალეგალურად შესვლას,“ - ნათქვამია სლოვენიის მთავრობის განცხადებაში. სლოვენიის მთავრობამ 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ  დროებითი სასაზღვრო კონტროლი 30 ოქტომბრამდე შემოეღო მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა იტალიამ შიდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სასაზღვრო გადასასვლელზე კონტროლი დააწესა.   ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტო ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ბანოჟიჩი ავტომობილით ცუდი ამინდის პირობებში სატვირთოს უსწრებდა, როდესაც საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, ბანოზიჩი კი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მინისტრი ბანოზიჩი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლე საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა აღმოსავლეთ ხორვატიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ პირველადი დასკვნების გამოქვეყნებისთანავე.  

აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა. 2023 წელს აზერბაიჯანმა ხორვატიაში 590,404,890 აშშ დოლარის ღირებულების 975,165,93 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა. ამ ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. ანგარიშის თანახმად, მონაცემების შესაბამისად, ბაქომ ხორვატიაში წინა წელთან შედარებით, 15,9%-38%-ით ნაკლები ექსპორტი განახორციელა.  

ხორვატია უკრაინას პუტინის მოკავშირის სუპერიახტას გადასცემს - მედია

ხორვატიაში, რაიონულმა სასამართლომ Royal Romance-ის ძვირადღირებული იახტის უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს - უკრაინის მხარდაჭერის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრანო მატუშიჩს, სპლიტის რაიონული სასამართლოს მიერ იახტის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობა, იურიდიული დახმარების გამოძიების საფუძველზე,“ - აღნიშნა კორუფციასთან დაკავშირებული აქტივების აღმოჩენის, მოკვლევისა და მართვის ეროვნული სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელმა ოლენა დიუმამ. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მიიღო გარანტია, რომ გემი უკრაინას უმოკლეს ვადაში გადაეცემა. ARMA-მ კი მიიღო ნებართვა, რომ ხელახლა შეაფასოს აქტივი მის გაყიდვაზე გატანამდე. უკრაინული მედიის ცნობით, ხორვატმა სამართალდამცველებმა დააკავეს 92-მეტრიანი ძვირადღირებული იახტა Royal Romance, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პუტინის მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნის. ის, როგორც კრემლთან დაკავშირებული პირი, ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა.  

ყაზახეთი ხორვატიის ბიზნესს შუა დერეფნის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს

სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების განვითარება, განსაკუთრებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში, ყაზახეთისა და ხორვატიისთვის მომგებიანია. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს არის ერთ-ერთი ეფექტური სფერო, რომელსაც ყაზახეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს,“ - განაცხადა მინისტრმა. გარდა ამისა, კუანტიროვმა ისაუბრა ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე და მოუწოდა ხორვატიის მხარეს, შეუერთდეს დიდ პროექტებს. „ჩვენ მოვუწოდებთ ხორვატიის ბიზნესებს, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში შუა დერეფნის გასწვრივ, მათ შორის, კასპიის ზღვის პორტებში, როგორიცაა, აქტაუ და კურიკი,“ - განაცხადა მან მოგვიანებით ზაგრებში, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ხორვატიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრის დროს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ხორვატია შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია - ელჩი

ხორვატია, როგორც ევროკავშირის ნაწილი, ძალიან დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით, რომლის მნიშვნელობა ყოველწლიურად ფართოვდება. ამის შესახებ ხორვატიის ელჩმა აზერბაიჯანში ბრანკო ზებიჩმა განაცხადა. „ხორვატია მხარს უჭერს ამ პროექტს და აფასებს შუა დერეფნის განვითარების კუთხით გაწეულ მუშაობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებისთვის," - აღნიშნა ელჩმა.  2023 წელს შუა დერეფნით დაახლოებით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 86 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2024 წელს შეიძლება, ამ მონაცემებმა 4 მილიონს გადააჭარბოს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები