უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო.
"ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს.
სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი.