ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და სავარაუდოდ, დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ არ ჰქონიათ.
ბრიტანელები ამ ცნობებს უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი დღეში 824 მსხვერპლს შეადგენდა, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვას არ შეუძლია, გადაამოწმოს უკრაინული მონაცემები, დიდი ალბათობით, ისინი სწორად ასახავენ ტრენდს“, - ნათქვამია ანგარიშში.
„რუსების მსხვერპლის ზრდა სავარაუდოდ, მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა ფრონტზე – ამის მაგალითია ვუჰლედარი და ბახმუტი“, - ნათქვამია ანგარიშში.